პირადად მე ვერსად დამემალება-ეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ემუქრება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს ემუქრება და ამბობს, რომ “მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ხოლო მას შემდეგ, რაც განიკვეთება და მღვდელმთავრის ხარისხი აღარ ექნება, პასუხს აგებს.

“მეუფე პეტრეზე გეტყვით ერთ რამეს: მან გუშინ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და რომ განიკვეთება, მღვდელმთავრის ხარისხი როცა აღარ ექნება, პასუხს აგებს, პირადად მე ვერსად დამემალება”, – თქვა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე პეტრეს, ასევე, “გამყიდველი” უწოდა, ხოლო შეკითხვაზე, რა გაყიდა, უპასუხა: “სინდისი გაყიდა”.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: პაატა ცაავა, იგივე ცრუ პეტრე უნდა მოიკვეთოს თავად საზოგადოებამ
შემდეგი სტატიაჩემი წასვლის შესახებ ინფორმაცია იუმორის ნაწილი გახდა-გიორგი გახარია