ფიქრია ჩიხრაძე: ეს იყო კატასტროფული გამოსვლა იმ ადამიანისა, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ლიდერია

“მე დღეს პირველად მოვედი აქ. ჩემი აქ მოსვლის განმაპირობებელი, გარდა იმისა, რომ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა მელიას, გახდა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად მიუღებელი. ეს იყო კატასტროფული გამოსვლა იმ ადამიანისა,რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ლიდერია და შეუძლია თავისი მავნე გადაწყვეტილებებით ბევრი საფრთხე გაუჩინოს ქვეყანას. ეს იქნება ძალიან ცუდი, თუ შენობაზე შტურმს განახორციელებენ და გააღრმავებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს გულშემატკივრობენ როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ორიენტირებულ სახელმწიფოს. ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ქმედება იქნება თუკი ეს განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ ,,ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ და თუკი რაიმე გავლენა გააჩნიათ, უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ იყოს აღსრულებული”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს – კიტოვანის გზას ირჩევთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული