ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს – კიტოვანის გზას ირჩევთ

როგორც იოსელიანმა განაცხადა, კონფრონტაციის და ზიზღის გზა ირაკლი ღარიბაშვილს „დავით გარეჯამდე არ მიიყვანს“.

„თქვენ, ხშირად გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება. ხან ახსენებთ ილია ჭავჭავაძეს, ხან ნიკო ნიკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით და გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას.

როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, რატომ ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი. მისი ფოტო 20 ივნისსაც იდო და არავის არ დაულაიქებია „ფეისბუქზე“. იქნებ იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ, იქნებ, ეს დააფასეს საბოლოო ჯამში.

იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ. საბოლოოდ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას და ზიზღის გზას. ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, ეს გზა, ბატონო ირაკლი, დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ“, -აცხადებს იოსელიანი.

ვირუსის ბლოკატორები