ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან და, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს სერპანტინს 112 144 059 ლარის ტენდერები აქვს მოგებული.

2011 წლიდან 2020 წლამდე კომპანიამ 158 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 70 შემთხვევაში უკონკურენტოდ, ხოლო 14 შემთხვევაში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

გამარტივებული შესყიდვების შედეგად კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 327 216 ლარი აქვს მიღებული.

“შპს სერპანტინის 69% წილის მფლობელი, თამარ ჯანყარაშვილი ქართულ ოცნებასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირია. ერთის მხრივ, თამარ ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო მეორეს მხრივ, ის ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაა”. – წერია ფლანგვის დეტექტორის პოსტში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიას უმეტეს შემთხვევაში, 90-ჯერ, კახეთის მასშტაბით აქვს ტენდერები მოგებული.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: ეს იყო კატასტროფული გამოსვლა იმ ადამიანისა, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ლიდერია
შემდეგი სტატიამოიწვიონ ოფისში დიპლომატები და ჟურნალისტები რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი არ არსებობს – მიხეილ სააკაშვილი