ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს მმართველმა კოალიციამ შექმნას კანონი, რითაც პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საფუძველი გაჩნდება

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება“პრეზიდენტის სასახლიდან გამოსახლების შესახებ მიმდინარე პოლემიკაში პრეზიდენტი ცდილობს არ ჩაერთოს”, – ამის შესახებ კურიერთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. ჩიხრაძე არ გამორიცხავს რომ მმართველმა კოალიციამ შექმნას კანონი, რომლითაც შექმნის საფუძველს პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საფუძველს. დღეს ასეთი სამართლებრივი ფაქტორი არ არსებობს.

“თუ მმართველი კოალიცია დაირაზმება რომ თვითმიზნად აქციონ ის რომ როგორმე შექმნას საფუძველი პრეზიდენტის ამ სასახლეში არ ყოფნისა ბუნებრივია ასეთი ყურით მოთრეული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს და სპეციალური კანონის შექმნა მოინდომოს ვინმემ. როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემებია დაგროვილი, როცა მსოფლიოში სრულიად სხვა თემებზე მიდის მსჯელობა საქართველოს ამ დემოკრატიული სამყაროდან ასე უცნაურად ამოვარდნილი არ აღმოჩნდება”, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო “ძველ ქუთაისში” ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიააშშ-ს პასუხი ,,ისლამური სახელმწიფოს,, – მოკლულია ისლამისტთა ლიბიელი ლიდერი