სასტუმრო “ძველ ქუთაისში” ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში სასტუმრო “ძველ ქუთაისში” ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სასტუმროს რესტორნის სამზარეულოს გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი შენობის სხვა ნაწილში გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები, სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება.
ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასტუმრო “ძველი ქუთაისი” რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშითვითმკვლელი ტერორისტი პარიზში სირიელი ლტოლვილის სტატუსით შეიპარა …
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს მმართველმა კოალიციამ შექმნას კანონი, რითაც პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საფუძველი გაჩნდება