აშშ-ს პასუხი ,,ისლამური სახელმწიფოს,, – მოკლულია ისლამისტთა ლიბიელი ლიდერი

პენტაგონის წარმომადგენლმა პიტერ კუკმა  ამერიკულ მედიასთან საუბრისას განცხადა, რომ ,,აშშ – ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერების დევნას და განადგურებას განახორციელებს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ ისინი,,  და ამის მაგალითად პარიზის ტერაქტის შემდეგ აშშ-ს მიერ ისლამისტებისათვის გაცემული პირველივე პასუხი მოიყვანა…

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ტერაქტიდან ერთ დღეზე ნაკლებ დროში, 14 ნოემბერს ამერიკულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბიაში, ამ ქვეყანაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, დაჯგუფების ლიდერის აბუ ნაბილის საიდუმლო ადგილსამყოფელზე, რომლის შედეგადაც ტერორისტთა ლიდერი განადგურებულიქნა.

აშშ-ს სამხედრო სარდლობის განცხადებით, ისინი ლიბიაში ისლამისტთა ადგილსამყოფელზე  ავიაიერიშების მიტანაზე აქამდე თავს იკავებდნენ, თუმცა ამ მომენტიდან ისინი ტერორისტთა ლიდერების განადგურებას ნებისმიერ ადგილზე არ მოერიდებიან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს მმართველმა კოალიციამ შექმნას კანონი, რითაც პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის საფუძველი გაჩნდება
შემდეგი სტატიამმართველი კოალიცია დაუპირისპირდა თავის დაპირებებს რომელიც 2102 წელს მისცეს ხალხს