კიევი რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, “ეჭვგარეშეა”, რომ კიევი კვლავ რუსეთის “მთავარი სამიზნეა”. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმა სესაძლოა ნებისმიერ წამს მოხდეს.

კლიჩკომ კიევში დაბრუნებულ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა – “როგორც კიევის მერი, მე ვეუბნები ნებისმიერს, ბოდიში, ეს თქვენი პირადი რისკია, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ… ამდენი ხანია უკრაინაში ომია, გარანტიას ვერც ერთ უკრაინელს ვერ მოვცემთ”.

კლიჩკომ თქვა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორების, აშშ-სა და ევროპის გარეშე ვერ გადარჩება.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პრეზიდენტი ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს
შემდეგი სტატიაორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესს – ღარიბაშვილი