“ფინეთის მთავრობა ქვეყნას NATO-ში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, კვირას შესთავაზებს”

ფინეთის მთავრობა ქვეყანას NATO-ში გაწევრიანებას კვირას შესთავაზებს – განუცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს ჰელსინკიში გამართულ ბრიფინგზე.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში „ძალიან შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში“ და დასძინა, რომ ამან, ასევე, შეცვალა საზოგადოებრივი აზრი ნატოს წევრობის შესახებ.

“პირველად, ფინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას“, – თქვა მან.

ჰავისტომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა მჭიდრო კავშირშია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან შვედეთი ასევე განიხილავს ნატოში გაწევრიანებას

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა
შემდეგი სტატიაბრეგაძე – არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას