ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში – 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 551 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 – დან 4 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი შენობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა