შსს-მ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, ჭიათურის მაღაროში, ჭერიდან დიდი ზომის ლოდების ჩამოშლის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე მუშა, ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე დასასწრებად გაემგზავრა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა