ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინის დასახელებას და წარმოშობას იმ შემთხვევაში, როდესაც მილიონობით ადამიანია აცრილი კონკრეტული ვაქცინით. ვაქცინა არის კარგი! შესაბამისად, შეგვიძლია ვენდოთ ამ ვაქცინას და გავიკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ იმ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიცერი „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვაქცინა არაერთ ქვეყანაში ფართოდ არის გამოყენებული. ასეთ დროს ყველა ვაქცინა მისაღებია და ყველა ვაქცინით შესაძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული, კონკრეტულად კი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს გირაო, მისი მიღება ნიკა მელიას გადასაწყვეტია
შემდეგი სტატიავაშაძე – საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი ფუნდამენტური შეხვედრა 10 მაისს გაიმართება