ვაშაძე – საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი ფუნდამენტური შეხვედრა 10 მაისს გაიმართება

10 მაისს იქნება პირველი ფუნდამენტური შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით – ცვლილებებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ მომზადებული ვიყოთ და შატალოზე სიარულის უფლება არ მივცეთ “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილებაა გასატარებელი.

“მე ერთი რამის პირობას გაძლევთ, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომელიც ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გვაქვს შარლ მიშელის დოკუმენტი. 10 მაისს იქნება პირველი ფუნდამენტური შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კონსტიტუციიდან დაწყებული უამრავი ცვლილება გვაქვს გასატარებელი. როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ პასუხი მივიღე დღეს “ქართული ოცნებისგან”, რომ 10-ში ეს შეხვედრა ჩატარდება. იურისტებთან ერთად უამრავ საკანონმდებლო აქტს ვწერთ და ცვლილებებს ვამობილიზებთ იმისთვის, რომ მომზადებული ვიყოთ და შატალოზე სიარულის უფლება არ მივცეთ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაინაშვილი – თავი დაანებეთ ჩემი დისკრედიტაციის მცდელობას და გულშიჩახუტებულ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან განაგრძეთ ჟრიამული