ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის “ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის “ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა” და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

ანდრია ჯაღმაიძე ვარაუდობს, რომ ამის გამო ეკლესიის წინაღმდეგ “კვლავ ატყდება ისტერია”.

“უახლოეს მომავალში ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა არის ჩვენს საზოგადოებაში და ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს ალბათ გახდება მიზეზი, ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ მე, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.

დღეს, 4 ნოემბერს, ანდრია ჯაღმაიძემდე ფილმის შესახებ განცხადება გააკეთა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ და თქვა, რომ And then we danced-ის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მისი ინფორმაციით, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას “მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ”.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/594255717978604/

banner
წინა სტატიაშიმომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება-საკითხი ძალიან სენსიტიურია
შემდეგი სტატიატანკერზე, რომლიდანაც მეკობრეებმა მეზღვაურები გაიტაცეს, საქართველოს ერთი მოქალაქე მსახურობდა