ტანკერზე, რომლიდანაც მეკობრეებმა მეზღვაურები გაიტაცეს, საქართველოს ერთი მოქალაქე მსახურობდა

ტანკერზე, რომლიდანაც მეკობრეებმა მეზღვაურები გაიტაცეს, საქართველოს ერთი მოქალაქე მსახურობდა. მეკობრეებმა საბერძნეთის ერთ და ფილიპინების ორ მოქალაქესთან ერთად სწორედ საქართველოს მოქალაქე აიყვანეს.

დამატებით ინფორმაციას გატაცებულთა შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ზაზა მახარაძე ავრცელებს. მისი განცხადებით, გემზე იმყოფებოდა შეიარაღებული დაცვა, ამდენად გაურკვეველია, როგორ მოხდა მძევლების აყვანა და ეკიპაჟის 24 წევრიდან ოთხის შერჩევა.

ზაზა მახარაძის ინფორმაციით, მეკობრეები ჯერ კონტაქტზე არ გამოსულან და შესაძლებელია, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვიდნენ. ამდენად უცნობია მათი მოთხოვნები.

რაც შეეხება გატაცებულის ოჯახს, მომხდარის შესახებ ოჯახის ერთ-ერთ წევრს გემთმფლობელმა კომპანიამ აცნობა.

banner
წინა სტატიაშიფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის “ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა”
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს