მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება-საკითხი ძალიან სენსიტიურია

სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკითხი ძალიან სენსიტიურია.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე წმინდა სინოდს მიმართავს
შემდეგი სტატიაფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” არის “ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა”