ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მონაწილეა ქართული მხარის ბრალდებებს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ფილიპ ხაჩიროვი , რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, განმარტებებს აკეთებს.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი მომხდარის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს და ფაქტს ტრაგედიას, ხოლო ქართულ მედიაში მასზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.

ხაჩიროვს იმედი აქვს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული ,,ობიექტური გამოძიება“ სიმართლეს დაადგენს.

,,ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.
ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემს მიმართ ისმის დაგეგმილი პროვოკაცია.

“ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან , რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“- ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში 22 თებერვალს ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი საოკუპაციო რეჟიმმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ოსური მედიასაშუალებები დე-ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ინფორმაციის კომიტეტის განაცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ტერაქტს გეგმავდა, რის მტკიცებულებადაც ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის ციხეში მოკლა.

banner
წინა სტატიაშირეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული – ნარჩემაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა