რეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული – ნარჩემაშვილი

„რეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა” აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი. ნარჩემაშვილის თქმით, ოპოზიციამ რეზოლუციაში არარეალიზებადი მიზნები არ უნდა ჩაწეროს.
„რამდენად რეალიზებადია რეზოლუცია, ეს არის მნიშვნელოვანი. რეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ხოლო, თუ ოპოზიციას უნდა, ეს პოლიტიკური მანიპულირებისთვის გამოიყენოს და მასში ჩაწეროს ის, რაც არარეალიზებადი იქნება, მე ამას ვერ დავეთანხმები,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე საოკუპაციო რეჟიმი ჯერ კიდევ უარს ამბობს, რის გამოც, პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია შევიდა. პარლამენტში შესული რეზოლუციებით „ქართული ოცნება“ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების დაშვებას ითხოვს. „ევროპული საქართველო“ კი ოკუპანტებისთვის სანქციების დაწესებას და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას.

banner
წინა სტატიაშიკონკრეტული ნაბიჯების გარეშე გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება – გიორგი კანდელაკი სანქციების დაწესებაზე
შემდეგი სტატიაფილიპ ხაჩიროვი, რომელიც არსებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მონაწილეა ქართული მხარის ბრალდებებს პასუხობს