ფერმკრთალია, დაბალი სიცხეები აქვს, წყლის მიღება ძალიან უჭირს – თემურ ჯანაშიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს წყლის მიღებაც კი ძალიან უჭირს. ამის შესახებ მან რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

“ძალიან დიდი რაოდენობით წონა აქვს დაკარგული, ფერი ძაან ფერმკრთალია, უჩივის იმას, რომ დაბალი სიცხეებიც აქვს, ჰიპერტენზიას, და ზოგადი მდგომარეობიდან რომ ვუყურებ არის ძაან სუსტად. სხვა დროს მიმიკების მიხედვით შეიძლებოდა ადამიანზე მსჯელობა, დღეს აბსოლუტურად მიმიკების გარეშეა. კიდევ ერთი, რაც დღეს მე ცუდად მენიშნა, არის ის, რომ წყლის მიღება ძალიან უჭირს. და მითუმეტეს, წყლის არმიღების შემთხვევაში მისი მდგომარეობა, ვთვლი, რომ კატასტროფულად დამძიმდება,” – ამბობს თემურ ჯანაშია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება საფრთხე – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიათავის დროზე, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრორუს იანუკოვიჩთან, არესტოვიჩი კი დუგინთან, არ მჯერა ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები – კობახიძე