პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება საფრთხე – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ღირსების საკითხს ეხება.

როგორც მან განაცხადა, თუ ხელისუფლება უარს იტყვის მისთვის სათანადო მკურნალობაზე და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე, ამით ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსაც საფრთხეს შეუქმნის.

“პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება საფრთხე. ეს კარგად უნდა გააცნობიორონ მათ შორის “ქართული ოცნების” მომხრეებმა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კავშირშია ჩვენს ევროინტეგრაციასთან, არავინ დაგველაპარაკება, არავინ გამოგვხედავს, თუ მესამე პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე ციხეში მოვკლავთ. ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემა, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივის ბედი. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა დაცული იყოს, რასაც ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს”,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

“ცხადია, ერთადერთი პასუხისმგებელი ჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას, ეს არის მოღალატე, “რუსი” ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტული მთავრობა. ცხადია, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და იმ ხელისუფლებას, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატყვევებული ჰყავს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით ასე სწრაფად დადგებოდა – ოსტინი
შემდეგი სტატიაფერმკრთალია, დაბალი სიცხეები აქვს, წყლის მიღება ძალიან უჭირს – თემურ ჯანაშიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა