თავის დროზე, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრორუს იანუკოვიჩთან, არესტოვიჩი კი დუგინთან, არ მჯერა ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები – კობახიძე

თავის დროზე, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა საყოველთაო აღიარებით პრორუს იანუკოვიჩთან, არესტოვიჩი პირდაპირ იყო დაკავშირებული კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგ დუგინთან, გორჩარენკო, რომელიც საქართველოს საკითხებზე აქტიურობს, იანუკოვიჩის პარტიის წევრია. არ მჯერა ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ისინი არ არიან პატრიოტები და საქართველოში მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული.

„ვიცით, რომ თავის დროზე, როცა იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ამ პოლიტიკოსთან, რომელიც საყოველთაო აღიარებით პრორუსი პოლიტიკოსი იყო. იგივე არესტოვიჩი, პირდაპირ იყო დაკავშირებული დუგინთან, რომელიც კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. გორჩარენკო, რომელიც საქართველოს საკითხებზე აქტიურობს, არის იანუკოვიჩის პარტიის წევრი. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. ისინი არ არიან პატრიოტები და საქართველოში მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასევე არ არის პატრიოტული ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, ამ ადამიანებს აქვთ ერთადერთი მიზანი – იმის გამეორება, რაც უკრაინაში მოხდა.

„ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, რასაც, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სააკაშვილი არის რეფორმების საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელი, ადეიშვილია მრჩეველი, დაწინაურდა ლორთქიფანიძე. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლებას უკავშირდება და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებები მეტი პასუსისმგებლობებით უნდა ეკიდებოდნენ იმ საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ხალხებს შორის არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობის სათანადო ხარისხს ვერ ვხედავთ მეორე მხარეს, თუმცა ამის მიუხედავად, გავაგრძლებთ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის უპირობო მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფერმკრთალია, დაბალი სიცხეები აქვს, წყლის მიღება ძალიან უჭირს – თემურ ჯანაშიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიათუ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გახდეს მისი გადაყვანა საჭირო, მაგრამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს – კობახიძე