პენტაგონმა განაცხადა, რომ მათ სირიის საბრძოლო ავიაციის 20% გაანადგურეს

7 აპრილს ამერკული ავიადარტყმის შედეგად, აშშ-ს მონაცემებით, სირიის ყოველი მეხუთე საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა – ამის შესახებ საუბარია აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.
გარდა ამისა, განადგურებული ან დაზიანებულია სარაკეტო სისტემები, ამდაგვარად, სირიის სამთავრობო ჯარებს ამ აეროპორტში არ შეუძლიათ თვითმფრინავებში საწვავი ჩაასხან ან თვითმფრინავები მოამარაგონ ახალი აღჭურვილობით – ნათქვამია დოკუმენტში.

პენტაგონის განცხადება მოყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკული დაბომბვის შემდეგ სირიელებმა ისევ გამოიყენეს შაირათის ავიაბაზა. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპეისერმა ამ ინფორმაციას პიარ-გამოგონება უწოდა.

banner
წინა სტატიაშიანკარა აცხადებს, რომ დამასკოს ქიმიური იარაღი კიდევ აქვს
შემდეგი სტატიატრამპი და მეი შეთანხმდნენ, რომ პუტინს დაარწმუნებენ იმაში, რომ ასადის მხარდაჭერაზე უარი თქვას