ანკარა აცხადებს, რომ დამასკოს ქიმიური იარაღი კიდევ აქვს

ანკარას მონაცემებით, სირიის მთავრობას კიდევ აქვს ქიმიური იარაღის მარაგი – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა დღეს, 11 აპრილს, თურქეთის სახელმწიფო არხ TRT Haber-ზე გამოსვლისას. მან მოწოდება გააკეთა ზომები მიიღონ დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციისთვის.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სირიაში სასწრაფოდ არის საჭირო გარდამავალი მთავრობა, რადგანაც, ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი მანამდე არსებობს, სანამ ასადის მთავრობა იარსებებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის გზაზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაპენტაგონმა განაცხადა, რომ მათ სირიის საბრძოლო ავიაციის 20% გაანადგურეს