პენსმა რუსეთის შესახებ ტრამპის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Fox News-თან ინტერვიუში აშშ-სა და რუსეთის მორალურ ღირებულებებს შორის ტოლობის ნიშნის დასმას არ უცდია – ამის შესახებ დღეს შოუში Fox and Friends აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. “განცხადება, რომელიც მან (ტრამპმა-რედ) გააკეთა, არავითარ შემთხვევაში ამერიკელი და რუსი ხალხის მაღალ იდეალებს შორის მორალურ ტოლობას არ გულისხმობდა. პრეზიდენტი ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყებას აპირებს რუს ხალხთან და მათ ხელმძღვანელთან მიმართებაში” – თქვა პენსმა და დაამატა, რომ ორივე ქვეყანას ერთი მტერი ყავს – ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”. “პრეზიდენტმა პრიორიტეტულ მიზნად მსოფლიოს გაერთიანება და აშშ-ს რესურსების მობილიზება გამოაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფო” საბოლოოდ გაანადგურონ, რომ ისინი მსოფლიოს არ ემუქრებოდნენ” – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს Fox News-ის წამყვანის შეკითხვაზე რუსეთთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა, რომ ის რუსეთის ლიდერს პატივს სცემს. ჟურნალისტმა, თავის მხრივ, მას შეახსენა ის ბრალდებები, რომელიც მოსკოვის მისამართით ისმის და რუსეთის პრეზიდენტს “მკვლელი” უწოდა. “თქვენ რა გგონიათ, ჩვენი ქვეყანა ასეთი უცოდველია?” – კითხა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან დიალოგი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებისა
შემდეგი სტატიატრამპმა ნატოში მოკავშირეები არასაკმარისი დაფინანსების გამო გააკრიტიკა