ტრამპმა ნატოში მოკავშირეები არასაკმარისი დაფინანსების გამო გააკრიტიკა

აშშ მხარს უჭერს ნატოს, მაგრამ ალიანსის სხვა წევრებს მოუწოდებს სრულად დაიცვან ვალდებულებები, რომელიც გაერთიანების დაფინანსებას ეხება -განაცხადა დონალდ ტრამპმა.
“ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ ნატოს. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ნატოს ყველა წევრმა ალიანსის საწევრო დაფინანსება გადაიხადოს, რასაც ბევრი მათგანი არ აკეთებს” – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობის ცენტრალურ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას.
“ისინი (ნატოს წევრი ქვეყნები-რედ) ჩვენთან მიმართებაში არ არიან მართალი” – დაამატა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპენსმა რუსეთის შესახებ ტრამპის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: გთხოვთ მიპასუხოთ მომავალო ილიებო….