რუსეთთან დიალოგი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებისა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის გზაზე რუსეთთან დიალოგი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

მსგავსი განცხადების გამო ნაციონალურმა მოძრაობამ ზურაბ აბაშიძე პარლამენტში დაიბარა.

„ის, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებისა, ეს არის არა მარტო ჩემი აზრი, ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მოსაზრებაც,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ის უკრაინის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ ვიზების მიღების გამარტივებული პროცესის მიღების შემდეგ უკრაინაში კონფლიქტი წარმოიშვა, საქართველომ კი ვიზალიბერალიზაციის საკითხა უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიარა.

შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა თიბილოვის ინიციატივაზე ოკუპირებული რეგიონებისთვის სახელის დარქმევის თაობაზე, კომენტარი არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ნატოსთან დაახლოებას კვლავ ეწინააღმდეგება.

სალომე სამადაშვილი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას აკრიტიკებს. ზურაბ აბაშიძის აზრით, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესში აბაშიძე-კარასინის ფორმატმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„ეს არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ჯერ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და სწორედ ამის შემდეგ გვექნება წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ დროს არის სწორედ პირიქით. მსგავსი გაცხადებები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, აღარასოდეს არ უნდა გააკეთოს, თუ ის მართლაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ამ მოლაპარაკებებზე,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ეფექტურად უნდა იმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და და მათ მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე.

banner
წინა სტატიაშილოგიკის ნონსესი და იდიოტიზმი
შემდეგი სტატიაპენსმა რუსეთის შესახებ ტრამპის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა