პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს პასუხი არ აქვს

ხადური

ნოდარ ხადურს არ აქვს პასუხი გაიზრდება თუ არა და რამდენით გაიზრდება ქვეყანაში პენსია. ფინანსთა მინისტრმა დღეს 2016 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებს წარუდგინა.

ერთ-ერთი თემა, რომლითაც უმრავლესობა დაინტერესდა პენსიების ზრდის საკითხი იყო. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლებელი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული კორექტივების შეტანა.

პენსიების საკითხი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნაძე.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშავდება და მთავრობის პოზიციას კანონმდებლებს უახლოეს მომავალში მოახსენებენ.

უმრავლესობის დეპუტატები სოციალური პროექტების განხორციელების პროცესითაც დაინტერესდნენ.

„სოციალური ხარჯების დაფინანსებას შეფერხება არ ემუქრება,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდამსხმელები დააწინაურეს
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას ავრცელებს