“ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდამსხმელები დააწინაურეს

dawinaureba“ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდამსხმელები დააწინაურეს. უბრალო დამთხვევა თუ ძალადობის წახალისება?!
ოზურგეთში, “ნაციონალების” ოფისის თავდასხმაში მონაწილე ალექსანდრე ჩახვაძე და ალეკო ცეცხლაძე გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლები გახდნენ.
“როგორც ვამბობდით, ეს ადამიანები იყვნენ გურიის გუბერნატორის და მისი მოადგილის, ერქომაიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. მათ დაუფასდათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციაზე თავდასხმა და შესაბამისად დაწინაურდნენ აღნიშნულ სამსახურში. კიდევ ერთჯერ დადასტურდა ის, რომ ყველა ამ თავდასხმის უკან იდგა სახელისუფლებო გუნდი”-აცხადებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი ოთარ რევიშვილმა.
როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლაძე გაერთიანების დირექტორის, გოჩა კვანტალიანის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო ჩახვაძე, ამავე გაერთიანებაში სპორტის განყოფილებას უხელმძღვანელებს.
ორივე მათგანი, გასულ თვეში აქტიურად მონაწილეობდა, ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმაში.

“გურიის მოამბეს”

banner
წინა სტატიაში“ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2-ის ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლები დვალი და საყევარიშვილი არიან”
შემდეგი სტატიაპენსიების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს პასუხი არ აქვს