პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირების მორიგი ეტაპი გაიმართა და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. კერძოდ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და ამიერიდან PCR ტესტირებაც პრევენციის მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თვეში ერთხელ ჩატარდება იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულები ვირუსისგან დაცულები იყვნენ.

შეგახსენებთ, პრევენციული PCR ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ჩატარებულია 22752 ტესტი. ჯამში პენიტენციურ სისტემაში იყო covid-19-ის 194 დადასტურებული შემთხვევა და დღეს ეს მონაცემი განულებულია.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგია აღმაშენებელი” – ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!
შემდეგი სტატიაTV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი