“სტრატეგია აღმაშენებელი” – ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!

ხელები შორს თავისუფალი მედიისგან! – ასე ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ტვ პირველის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მათი შეფასებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეს.

ტელეკომპანია ტვ პირველთან დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი. მიგვაჩნია,რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან და იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას” – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ არის