პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 13:24

პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

მნიშვნელოვანი

  • პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული

სხვა სტატიები

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით, პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი ვაკის რაიონში გადაინაცვლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.

„თქვენ იცით, რომ პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოახდინონ თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია იმისთვის, რომ პარკირება მათთვის უფასო იყოს. ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიებზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძე, ფალიაშვილი და სხვა მკვეთი ქუჩა. 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში და მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით.
ამ პავილიონების გადატანის შემდეგ არ იფიქროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ექნება საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირების შესაძლებლობა. ისინი, შეძლებენ ზუსტი ინფორმაცია შესაბამის ვებგვერდზე მიიღონ და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები. ჩვენი მხრიდან ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ხელი შეგიწყოთ დარეგისტრირებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 13:24