მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება იყო 20 ივნისი, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაუშვა ის, რომ კომუნისტი გავრილოვი ჩასვეს სპიკერის სავარძელში – სერგო რატიანი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას ეხმაურება.
სერგო რატიანის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე მძაფრი მომენტი გავრილოვის სპიკერის სკამში ჩასმა იყო და როგორც რატიანი ამბობს, სწორედ ევროპულმა საქართველომ არ დაუშვა ეს ფაქტი და გააძევა ქვეყნის ოკუპანტის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოდან.
რატიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებული საქმე გამოძიებული იქნა და დაისაჯნენ როგორც მკვლელები, ისე ჩინოვნიკები, ვინც ხელს აფარებდა მათ.
რატიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგა და 2020 წლის არჩევნები იქნება პროპორციულთან მიახლოებული.
„მე-9 მოწვევის პარლამენტში ალბათ ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება იყო 20 ივნისი, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაუშვა ის, რომ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, კომუნისტი გავრილოვი, ჩასვეს სპიკერის სავარძელში და მაშინ ოპოზიციამ, ევროპულმა საქართველომ შეძლო ის, რომ დაეცვა ქართველი ხალხის ღირსება და გაგვეძევებინა ის პარლამენტიდან, სწორედ ამას მოყვა გავრილოვის ღამე.
ასევე აღსანიშნავია ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებული კომისია, აქავ ევროპული საქართველო იყო წარმართველი, როდესაც ჩვენ შევძელით გამოგვევლინა როგორც მკვლელები, ისე ის ჩინოვნიკები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელებს.
ასევე მნიშვნელოვანი იყოს, რომ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკაშირებით კომისია ვერ შედგა და ეს აჩვენებს ქართული ოცნების სახეს.
ბოლო წარმატება ოპოზიციის, ჩვენი ყველასი იყო 8 მარტის შეთანხმება, როდესაც ჩვენ შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, სადაც აღარ იქნება 73 მაჟორიტარი და იქნება პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები და ეს ქართულმა ოპოზიციამ, მათ შორის, ევროპულმა საქართველომ გააკეთა.“ -განაცხადა სერგო რატიანმა

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს
შემდეგი სტატიაპეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული