ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი – წერია საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გულშემატკივრებისთვის შექმნილ ვებგვერდზე welcome2018.com.

გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და პერსონალური ბარათი “გულშემატკივრის პასპორტი” (FAN ID).

“გულშემატკივრის პასპორტი” რუსეთში უვიზო შესვლის უფლებას იძლევა. მისი მიღება შეიძლება ინტერნეტით, ოფიციალურ ვებგვერდზე და რუსეთის ცენტრებში.

ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული
შემდეგი სტატიახანძარი დაბა ლაითურში – 5 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა