პედაგოგები პარლამენტთან აქციას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლების კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდები ვერ ჩააბარეს, აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნაა, სტატუსი შეუნარჩუნდეთ, ხოლო გამოცდები ნებაყოფლობითი გახდეს.

„ვითხოვთ, შეგვინარჩუნდეს პედაგოგის სტატუსი, დავრჩეთ სისტემაში ისევ ისე, მოვითხოვთ იმას, რომ კრედიტქულები რაც აღებული მაქვს, შემინარჩუნდეს, ნებაყოფლობითი იყოს ეს გამოცდები, მინდა ავიმაღლებ სტატუსს მინდა, არ ავიმაღლებ, როგორც უცხოეთშია.

ფაქტობრივად შემიწყდა სტატუსი, საგანი ჩაბარებული მაქვს, უნარებში ზღვარი გადავლახე, მაგრამ ნახევარი ქულა დამაკლეს, მქონდა 21 კრედიტი, შესაბამისად ვერ ავიმაღლე სტატუსი და დავრჩი უსტატუსო პედაგოგი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: თუ ოპოზიცია ულტიმატუმით გველაპარაკება, თითს გვიქნევს და გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ, ვერც კენჭისყრა ჩატარდება და ვერც კონსენსუსი იქნება მიღწეული
შემდეგი სტატიაე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორი: მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას