ვოლსკი: თუ ოპოზიცია ულტიმატუმით გველაპარაკება, თითს გვიქნევს და გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ, ვერც კენჭისყრა ჩატარდება და ვერც კონსენსუსი იქნება მიღწეული

თუ ოპოზიცია ​ულტიმატუმით გველაპარაკება, თითს გვიქნევს და გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ, ასეთი ვერც კენჭისყრა ჩატარდება და მით უმეტეს, ვერც კენჭისყრის წინა პერიოდში ვერ იქნება მიღწეული რაიმე კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“განცხადებაში არჩევნებზეა საუბარი და სასამართლოში მოსამართლეების არჩევაზე, რაც ვფიქრობ, დამატებითი კონსულტაციების საგნად უნდა იქცეს. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მუხლი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველომ არ შეასრულა. გამჭვირვალობასაც არაფერი დაეწუნება, რაც შეეხება საარჩევნო საკითხს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზად ვართ კონსულტაციებისთვის პარლამენტში. ასე ულტიმატუმით თუ გველაპარაკება ოპოზიციური პარტია ან ოპონენტი, თითს გვიქნევს და გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ, ასეთი ვერც კენჭისყრა ჩატარდება და მით უმეტეს, ვერც კენჭისყრის წინა პერიოდში ვერ იქნება მიღწეული რაიმე კონსენსუსი. ამაზე უნდა იყოს საუბარი ერიკა ოლსონთანაც და ნებისმიერ ჩვენს უცხოელ პარტნიორთან, რომელიც ამ თემებით არის დაკავებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიუსაფარი ცხოველების საკითხზე 2022 წლიდან საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად მუშაობა დაიწყება
შემდეგი სტატიაპედაგოგები პარლამენტთან აქციას მართავენ