ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორი: მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას

სიცრუეა, თითქოს ჩვენ იმ დონეზე გვქონდა დასკვნითი სიტყვა წინასწარ დაწერილი, რომ საერთოდ არც მიგვიქცევია ყურადღება ბრალდებულების ჩვენებებზე, ჩვენ ზეპირად შევეხეთ მათ ჩვენებებს, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა და ის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ ბრალდებულები. როგორც წინა პროცესზე, დღევანდელ პროცესზეც ბრალდებულებმა პრაქტიკულად ბრალდების მხარეს ვერცერთ კრიტიკულ შეკითხვაზე ვერ გასცეს პასუხი. რაც იყო საკვანძო და მნიშვნელოვანი შეკითხვა მათი პასუხი იყო, „არ ვიცი“, „არ მახსოვს“, შესაბამისად, მათ არაფერი ახალი ვერსია სასამართლოსთვის არ შეუთავაზებიათ და ბუნებრივია ვერც შესთავაზებდნენ. აღნიშნულის შემდეგ, ჩვენ ბრალდების მხარემ წარმოვთქვით დასკვნითი სიტყვა, მიმოვიხილეთ ჩვენი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ უტყუარად ადასტურებენ ბრალეულობას, მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

ვინაიდან დღეს დაიკითხნენ ბრალდებულები რამდენად იყოს ასახული დასკვნით სიტყვაში, ეს არის უბრალოდ სამართლებრივი ნიუანსი, დასკვნითი სიტყვა იყო წერილობითი, იმიტომ, რომ ციფრებზეა საუბარი და ციფრების ნაწილია წერილობითი,თუმცა ჩვენს სიტყვას არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირადაც ვამბობთ და ბუნებრივია, დააკვირდებოდით, რომ ყველა აბსურდულ ვერსიას, რომელიც შემოგვთავაზე ბრალდებულებმა ჩვენ შევეხეთ და დასკვნით სიტყვაშიც იყო ასახული. სიცრუეა, თითქოს ჩვენ იმ დონეზე გვქონდა დასკვნითი სიტყვა წინასწარ დაწერილი, რომ საერთოდ არც მიგვიქცევია ყურადღება ბრალდებულების ჩვენებებზე, ჩვენ ზეპირად შევეხეთ მათ ჩვენებებს”, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიპედაგოგები პარლამენტთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა