პატრულის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მე იარაღი ხელში არ მქონია – “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი

“სალვუს დეველოპმენტის” ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლის დაკითხვა 6 პირთან ერთად 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსული გიორგი სოზაშვილის თქმით, სამართალდამცველებს მან ორი დღის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მომხდარს პროვოკაცია კიდევ ერთხელ უწოდა.

„კითხვები ძირითადად ჰქონდათ არსებულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, როგორ შემოიჭრა პატივცემული პროკურორი ჩვენთან ოფისში. ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაგვისვეს. თვითონ პატრულის თანამშრომელმა, რომელიც ესწრებოდა ყველა ამ პროცესს, იქ იყო ოფისში, იმანაც დაადასტურა, რომ მე იარაღი ხელში არ მქონია,“-განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

კომპანიის თანამშრომელთა დაკითხვა დღეს განახლდება. დაიკითხება კომპანიის დამფუძნებლის მეუღლეც.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლიდან საჯარო და კერძო ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლა სავალდებულო გახდება
შემდეგი სტატიასაქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას – საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტზე