მომავალი წლიდან საჯარო და კერძო ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლა სავალდებულო გახდება

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავა ამბობს, რომ გმომავალი წლიდან საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება.
განათლების ხარისხის ასამაღლებლად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სტანდარტების თანახმად, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება კერძო ბაღებშიც სავალდებულო იქნება. ახალი სტანდარტების ამოქმედება კი ბაღების ავტორიზაციის პირობის შემადგენელი ნაწილია. საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება.

რაც შეეხება ავტორიზაციას უშუალოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, არსებული ინფოტრმაციით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა შესაძლოა 2020 წლისთვის გადაიწიოს.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ახლად შექმნილი ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაპატრულის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მე იარაღი ხელში არ მქონია – “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი