საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას – საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტზე

https://youtu.be/8mpu03dmeB8

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.
,,უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგბრძოლაში.

ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტერაქტი ნიუ – იორკში – მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. თავდამსხმელი ველობილიკზე სატვირთო ავტომობილით შევარდა, შემდეგ კი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამართალდამცავმა იგი მუცლის არეში დაჭრა.

როგორც ძალოვანი უწყებები იუწყებიან, თავდამსხმელი 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან ცხოვრობს.

მანქანა საიპოვმა თავდასხმამდე ერთი საათით ადრე დაიქირავა, მან მანქანაში სამი წერილი დატოვა, სადაც აცხადებს, რომ იგი ISIS-ის მებრძოლია.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მალევე მიეცა.

banner
წინა სტატიაშიპატრულის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ მე იარაღი ხელში არ მქონია – “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო სტიპენდიას აწესებს