„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს

news
ავტ.: news თებერვალი 28, 2017 14:32

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის პირველი მარტის რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-პიკერმა ირმა ინაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, ხვალინდელ სხდომას მისი რაქცია არ დაესწრება.

მისი თქმით, ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით, მის ფრაქციას, მრავალასპექტიანი შენიშვნები აქვს, რის გამოც, ცვლილებების სულისკვეთებას არ იზიანერებენ.

ინაშვილი განმარტავს, რომ ის ხვალ დაგეგმილ სპექტაკლში მონაწილებას არ მიიღებს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს პონგ-პონგს ეთამაშებიან“.

გარდა ამისა, ინაშვილი უკმაყოფილებას ნდობის ჯგუფში ასათვისებელ კვოტაზეც გამოთქვამს და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფას ელოდებოდა, რომ ნდობის ჯგუფი შემდეგ წარედგინა.

ინაშვილი პროტესტს ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს და აცხადებს, რომ ადა მარშანია აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს და არა მდივანი.

დეპუტატი უმრავლესობას მოუწოდებს, სერგი კაპანაძე კომისიის მდივნად დანიშნოს, ხოლო მარშანია თავმჯდომარის მოადგილედ, რადგან ინაშვილი მიიჩნევს, რომ მარშანია თავმჯდომარეობასაც კი იმსახურებს.

news
ავტ.: news თებერვალი 28, 2017 14:32