“ენმ”-ს ზუგდიდის ოფისთან დაპირისპირება

“ენმ”-ს ზუგდიდის ოფისთან, სადაც პარტიული კონფერენცია უნდა დაიწყოს, სამეგრელოს რეგიონის ორგანიზაციების წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კონფერენცია რამდენიმე დელეგატმა პროტესტის ნიშნად დაწყებამდე დატოვა. მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელია რაც ადგილზე ხდება, ამიტომ მიიღეს კონფერენციის დატოვების გადაწყვეტილება. დელეგატების გარკვეულ ნაწილს ოფისში შესვლის უფლებას არ აძლევენ. კონფერენციაზე დასწრების საშუალება არც ჟურნალისტებს ეძლევათ.

ენმ-ს ზუგდიდის ოფისში რამდენიმე წუთში პარტიული კონფერენცია დაიწყება, სადაც პოლიტსაბჭოს წევრები მთელი რეგიონიდან უნდა აირჩიონ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: დემოკრატიისა და ლიბერალური საზოგადოების ღირებულებებით საქართველოს შეუძლია, რუსეთის აგრესიას გაუძლოს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს