პატრიარქს 66% ენდობა, საპატრიარქოს 28% – კვლევა

პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს – ნათქვამია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევაში.

კითხვაზე, “რამდენად ენდობით პატრიარქს,” გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ ილია მეორეს სრულად ენდობა. მხოლოდ 9% ამბობს, რომ მას ძირითადად არ ენდობა.

რაც შეეხება კითხვას, “რამდენად ენდობით საპატრიარქოს,” გამოკითხულთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ სრულად ენდობა, 29% კი ამბობს, რომ ძირითადად არ ენდობა.

banner
წინა სტატიაშიღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს
შემდეგი სტატია„პუტინმა ივანიშვილს პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება“ – ნათელაშვილის სკანდალური განცხადება