„პუტინმა ივანიშვილს პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება“ – ნათელაშვილის სკანდალური განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და „ვარდების რევოლუციის“ სკანდალურ დეტალებს იხსენებს.

„აბსოლუტურად სწორს ამბობს ექსპრეზიდენტი. გარდა დასავლეთის მხარდაჭერისა, ხელისუფლებაში მოსასვლელად მ.სააკაშვილს გადამწყვეტი თანადგომა აღმოუჩინა სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა. სხვა საქმეა, რაზე მოილაპარაკეს და რაში გადააგდეს მერე ერთმანეთი, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ამ გარიგებაში საქართველო კოზაკივით გაიჭყლიტა და საჯარიმოდ 20 პროცენტი ტერიტორიაც ჩამოგვართვეს.
ჩემს თვალწინ მუდმივად ცოცხლდება კადრები, როგორ მუშაობდა მთელი კრემლის ადმინისტრაცია „ნაცების“ სასარგებლოდ. გადამწყვეტ ლობირებას ახორციელებდნენ პრიმაკოვის დაჯგუფება, მაშინდელი საგარე საქმეთ მინისტრი იგორ ივანოვი, უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე, რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხკვიშვილი, ხოლო რევოლუციის წინ მთელი ქართველი მეღვინეები და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები შეყარეს მოსკოვში, რუსეთის უშიშროების კურირებით და დაავალეს რევოლუციის დაფინანსება, თუმცა რაღა შორს წავიდეთ – ვითარებაში გარდატეხა შევიდა მაშინ, როდესაც ვ.პუტინმა ბიძინა ივანიშვილს, დღევანდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ პატრუშევის მეშვეობით, პირდაპირ დაავალა „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება.
იმავდროულად მოსკოვის მთელი კონტრპიარი მოდიოდა ჩემს წინააღმდეგ. კარგად იცოდნენ ქვეყნის საზიანო რაიმე დაპირებას არ მივცემდი.სწორედ მაშინ გაიცა განკარგულება, რომ რუსეთთან დაკავშირებულ არც ერთ ქართველ ბიზნესმენს არ დაეფინანსებინა „ლეიბორისტული პარტია“ და ეს მითითება დღემდე ძალაშია.
აღარ მინდა ახლა ძალიან ღრმად გადავვარდე ისტორიაში მოკლე დასკვნა კი აქედან ასეთია: სანამ გარედან დაგემილი სცენარებით იმოქმედებს ქართული პოლიტიკა, მანამდე გაგრძელდება ჩვენი შაგრენის ტყავივით განლევის პროცესი და მას ვერაფერი შეაჩერებს თვით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდეს,“ – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქს 66% ენდობა, საპატრიარქოს 28% – კვლევა
შემდეგი სტატია„ქოცები“ დამესიენ… სულ რომ მარტო დარჩეს სააკაშვილი, მაინც ფიგურააა“ – ლადო სადღობელაშილი