ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს

„ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს,“ – აღნიშნული ცვლილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამ დრომდე აღნიშნულ ოპერაციას თბილისის მერია 60 000 ლარით აფინანსებდა.

კალაძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის 10 ოპერაცია დააფინანსა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებულნი.

„დედაქალაქის მერია 60 000 ლარით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა, დაახლოებით 120 000 ლარი ჯდება და ჩვენ ნახევარით – 60 000 ლარით – ვაფინანსებთ, თუმცა დღეს შემოგვაქვს ცვლილება: ვამატებთ კიდევ 10 000 ლარს, ანუ 70 000 ლარით დაფინანსდება ეს ოპერაცია. გასულ წელს 10 ოპერაცია დავაფინანსეთ. ჩვენ გვაქვს მზაობა, მხარში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი და ყველას ვუსურვებ, არავის არ დასჭირდეს ასეთი ტიპის ოპერაცია.

ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტში თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს თუ შერეულით, ეს პოლიტიკური მოთამაშეების ნებაა
შემდეგი სტატიაპატრიარქს 66% ენდობა, საპატრიარქოს 28% – კვლევა