,,პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს ხვალ არ მოუსმენენ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს პარლამენტში მას უსაფრთხოების სამსახურის შესახებ დეპუტატებისთვის ანგარიში უნდა გაეცნო, თუმცა დროის პრობლემის გამო ეს ვერ მოხერხდა.

,,მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონს. ერთხელ ვიყავი ჩამოსული და ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა – ჩამოვიდა და არ დაესწროო. დატვირთული გრაფიკი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან კარგი შეფასებები იყო ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირებიდან. მინდოდა ეს საკითხიც გამეჟღერებინა დღევანდელ სხდომაზე. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, რომ ვერ შედგა პარლამენტში ჩემი გამოსვლა და ანგარიშის მოსმენა. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ პარლამენტში მოსვლას,რადგან სტუმრები გვყავს. შევეცდები, რომ ჩამოვიდე ისევ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს პარლამენტში დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სესია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვას დაეთმო.

banner
წინა სტატიაში,,უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს”
შემდეგი სტატია“პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით”-გომელაური პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს