,,უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს”

უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, მოქმედი კანონით და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ ხდება უსაფრთხოების ოფიცრების გამწესება.

,,უნივერსიტეტებში არანარი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა. კანონის მიღებიდან ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა. ჩვენი რეკომენდაციით ეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა მე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან. 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტია დანიშნული, ჩვენი ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი. ეს არ წყდება ერთპიროვნულად. ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, ახლა ჩემი ბრძანებით არ გადაწყდება, თუ ორმხრივი მოლაპარაკება და თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის მხრიდან, იქნება ეს სამინისტრო თუ რომელიმე სტრუქტურა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია,,პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ”