“პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით”-გომელაური პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქმეს პროკურატურა იძიებს და უწყებას სუს-ი მხოლოდ ტექნიკურად ეხმაურება. მისივე თქმით, მისი უწყება ჩართულია პროცესში, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს პროკურატურა გააკეთებს.

„ამ საქმეს პროკურატურა იძიებს როგორც მოგეხსენებათ. გამოძიებიდან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ჩართულები ვართ. ჩვენც შინაგან საქმეთა სამინისტროც, კადრების გავრცელების საქმეზე, თუმცა მე თავს შევიკავებ გამოძიებიდან გამომდინარე და თუ საჭირო იქნება პროკურატურა განცხადებას გააკეთებს. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით, ოპერატიულ გადაფარვას ვუკეთებთ,”-განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში,,პატივს ვცემ პარლამენტს, მაგრამ ხვალ მისვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ”
შემდეგი სტატიაუკრაინის ახალ პროკურორად ყოფილი შს მინისტრი დაინიშნა