პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მთელი ქვეყნის ტრაგედია. მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას კონკრეტული ადამიანები სჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება. შეუძლებელია, ქვეყანამ აიტანოს, როდესაც დღისით მზისით ასე კლავენ მის შვილებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, სახელმწიფომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა კვარაცხელიას ოჯახს.

გიგი უგულავა პარტიის სხვა წევრებთან ერთად სენაკში ირაკლი კავარცხელიას სამძიმარზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმაც. მათ ცხედარს სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადააფარეს.

banner
წინა სტატიაშიხმაური დუშეთში – საპროტესტო აქცის მონაწილეები პოლიციამ სავალი გზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს