ხმაური დუშეთში – საპროტესტო აქცის მონაწილეები პოლიციამ სავალი გზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

ხმაური დუშეთში-საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულების გაიაფებას ითხოვენ, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. აქციას შეუერთდნენ ის მგზავრები, რომლებიც სამარშრუტო ტაქსში ისხდნენ და რომლებსაც არ ატარებდნენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის სამანქანო გზა გახსნილია და მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში უბედური შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიაპასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს