“პასუხისმეგბლობას არ გავურბივართ”- ნინო ქადაგიძე-ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის

ნინო ქადაგიძე-ჟვანია გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის. დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

ის ამბობს, რომ მისმა შვილმა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს, თუმცა არ ეთანხმება ბრალის დამძიმებას, რომლის თანახმადაც, ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

“მთვარი ჩემთვის რაც იყო, რომ ბავშვი გადარჩა და მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელადაა. მეორე არის ის, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორც მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. პასუხისმეგბლობას არ გავურბივართ – ამბობს ნინო ჟვანია.

გარდა ამისა, დღეს ის გოგი თოფაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოფაძეებს ისინი არა საქმის მოსაგვარებლად, არამედ ბოდიშის მოსახდელად ურეკავდნენ.

კომენტარი პროცესზე შესვლამდე არ გააკეთა ადვოკატმა ირმა ჭკაუდამ. მთელი ორი დღის განმავლობაში ჭკადუა არ ადასტურებდა,. რომ ბუსა ჟვანია ინტერესებს ის დაიცვდა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონსიძბაზე დასასწრებად, სწორედ ჭკადუა მივიდა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო
შემდეგი სტატიათსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს